დნესტრიპირეთმა მოლდოვას საპასუხო შეზღუდვები წარუდგინა

დნესპრისპირეთის უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საპასუხო შეზღუდვები დაუწესოს მოლდოველ მძღოლებს. საქმე ისაა, რომ კიშინიოვმა 10 იანვრიდან ცალმხრივად შეზღუდა გამშვებ პუნქტებზე დნესტრისპირეთის რეგისტრაციის მქონე ავტომობილების გადაადგილება, ასევე შზღუდვა დაუწესდათ მძღოლებს, რომლებიც ფლობენ დნესტრიპირეთის ნიმუშის მართვის მოწმობებს.

ამის საპასუხოდ 24 იანვრიდან შეზღუდვები დაწესდება დნესტრისპირეთის და უკრაინის გამშვებ პუნქტებზე მოლდოვის ნომრიან ავტომობილებზე და მძღულებზე, რომლებიც მანქანას მართავენ მოლდოვის ნიმუშის მართვის მოწმობით, – განაცხადეს დნესტრისპირეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეზღუდვები იმოქმედებს მანამ, სანამ კიშინიოვი არ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას.

სააგენტო იუწყება, რომ მოლდოვის მთავრობისთვის ცნობილია  დნესპრისპირეთის გადაწყვეტილება და საკითხის შესწავლა-გაანალიზების დასრულებამდე კომენტარი არ კეთდება. ცნობილია, რომ ზამთრის პერიოდში მოლდოვიდან დნესტრისპირეთის გავლით უკრაინის მიმართულებით დღის განმავლობაში დაახლოებით 200-250 მსუბუქი ავტომობილი გადაადგილდება, რომლებიც ეკუთვნით მოლდოვის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, ზაფხულში ეს რიცხვი თითქმის სამმაგდება. გარდა ამისა, დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე მოლდოვიდან 10-15 სარეისო ავტობუსი მოძრაობს. აკრძალვის შემოღების შემთხვევაში, ისინი ვერ შეძლებენ ვერც დნესტრისპირეთში შესვლას და ვერც უკრაინის საზღვრის გადაკვეთას დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან.

მოსკოვში ვიზიტით მყოფი მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი ტელეფონით ესაუბრა დნესტრისპირეთის ხელმძღვანელს ვადიმ კრასნოსელსკის და შეთანხმდნენ, რომ ყველა ღონეს იხმარენ სიტუაციის დასარეგულირებლად, რათა არ დაზარალდნენ ადამიანები.

წყარო: eadaily.com

 

კომენტარები