„დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნები არ არის მოხსენიებული. კოჭლობის მანიშნებელი თუ ეს არის, ამაში არ დავეთანხმებოდი. ვფიქრობ,  პირიქით“-ლევან იოსელიანი

„მოქალაქეების” ერთ- ერთმა ლიდერმა, პარლამენტის წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა:

-„ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც კრისტიან დანიელსონის მიერ მომზადებულ დოკუმენტს „კოჭლს“ უწოდებენ, უნდა ახსნან, ასე რატომ ფიქრობენ. პირიქით, – გამართული დოკუმენტია, სადაც ქვეყნის ინსტიტუციურ რეფორმებზეა საუბარი.

დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნები არ არის მოხსენიებული. კოჭლობის მანიშნებელი თუ ეს არის, ამაში არ დავეთანხმებოდი. ვფიქრობ,  პირიქით – ორ ფეხზე მყარად მდგარი და გამართული დოკუმენტია, ქვეყნის ინსტიტუციურ რეფორმებზეა საუბარი. ჩემთვის ეს ყველაფერი სიკოჭლის მანიშნებელი არ არის, პირიქით – სიმყარის მანიშნებელია. ვინც კოჭლს უწოდებს, დაასაბუთოს, რატომ არის კოჭლი! ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია, პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს არ აღმოაჩნდათ პასუხისმგებლობა, ქვეყნის ინტერესი თავიანთი პოლიტიკური ინტერესების წინ დაეყენებინათ. ამაზე სამართლიანი პასუხი იყო მოკავშირეებისგან. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის შედეგად შეიძლება ისევ ხალხი ზარალდება. ამაზე ვინც ჯიუტობს, კონკრეტულ პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან შემდეგ არჩევნებზე, რადგან ხალხს ანგარიშს არ უწევენ, ხალხის ინტერესია, პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს,მათ წუხილებსა და პრობლემებზე მოხდეს კონცეტრაცია“.

კომენტარები