დონალდ ტრამპის ქონებამ $3,1 მილიარდი შეადგინა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქონებამ $3,1 მილიარდი შეადგინა. ამ ინფორმაციას Forbes ავრცელებს.
დონალდ ტრამპი ქვეყნის უმდიდრესი ადამიანების სიაში 275-ეა. ტრამპის პოზიცია 2018 წელთან შედარებით 16 პოზიციით შემცირდა. პრეზიდენტობამდე ტრამპი უმდიდრესი ადამიანების სიაში 156-ე იყო.
ამის მიზეზია ის, რომ დეველოპერები შენობებს მის სახელს აღარ არქმევენ.