დონალდ ტრამპი, აშშ-ში  TikTok-ის აკრძალვას აპირებს

დონალდ ტრამპი აშშ-ში პოპულარული აპლიკაცია TikTok-ის აკრძალვას აპირებს. ამ ინფორმაციას AFP ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამისთვის საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების გამოყენება ან აკრძალვის შესახებ ოფიციალური განკარგულების ხელმოწერა უკვე დღეს შეუძლია. ტრამპმა ასევე მიანიშნა, რომ აპლიკაციის ამერიკული კომპანიის შეძენას მხარს არ უჭერს.

მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჩინური აპლიკაციის წინააღმდეგ სხვადასხვა ზომას, მათ შორის აკრძალვასაც განიხილავს.

აშშ-ის მთავრობა ჩინური სოციალური მედიის პროგრამების, მათ შორის პოპულარული აპლიკაციის TikTok-ის აკრძალვის საკითხს განიხლავს – ამის შესახებ ქვეყის სახელმწიფო მდივანმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მაიკ პომპეოს განმარტებით, აშშ-ს ამ თემისადმი სერიოზული დამოკიდებულება აქვს. მისივე თქმით, ეს პროგრამები მომხმარებლებმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადმოწეროს, თუ სურთ, რომ საკუთარი პირადი მონაცემები ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ჩაუვარდეს ხელში.

30 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ინდოეთმა TikTok-ი და ათობით სხვა ჩინური აპლიკაცია აკრძალა.

თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ TikTok-ი ჩინეთის მთავრობაზე მუშაობს და მომხმარებლების პირად მონაცემებს იპარავს. კომპანიაში ამას უარყოფენ.

კომენტარები