დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ჯო ბაიდენის დროს შეერთებულმა შტატებმა დაკარგა ენერგო დამოუკიდებლობა

 

დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ჯო ბაიდენის დროს შეერთებულმა შტატებმა დაკარგა ენერგო დამოუკიდებლობა. მისი თქმით, ახლა შეერთებული შტატები იძულებულია მოითხოვოს ნავთობი რუსეთიდან, ოპეკის ქვეყნებიდან და სხვა ქვეყნებიდან.

”პირველად ჩვენ უზრუნველვყავით საკუთარი თავის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. ახლა ბაიდენის ადმინისტრაციიდან მიმართავენ ოპეკს, რუსეთს და სხვა ქვეყნებს თხოვნით, გამოგვიგზავნონ ნავთობი.

მანამდე, ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ჯენიფერ გრანჰოლმმა განაცხადა, რომ ხელისუფლება განიხილავს მთელ რიგ ზომებს ნავთობის ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისთვის. მათ შორის – სტრატეგიული რეზერვიდან ნავთობის გაყიდვა და ნავთობის ექსპორტის აკრძალვა. ამავე დროს კი თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ არ გააკეთა კომენტარი ამ ზომების შემოღების შესაძლებლობის შესახებ.

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები