დონალდ ტრამპი მეგან მარკლზე _ „არ მეგონა თუ ის ასეთი ამაზრზენი იყო“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, პრინც ჰარის მეუღლეს, სასექსის ჰერცოგინიას მეგან მარკალს, „ამაზრზენი და ბოროტი“  უწოდა.

აღნიშნული განცხადების მიზეზი  წლების წინ,  მეგან მარკლის მიერ პრეზიდენტის გაკრიტიკება გახდა.

ჯერ კიდევ პრინც ჰარისთან ქორწინებამდე ამერიკელი მსახიობი მერგან მარკალი დონალდ ტრამპის მიმართ, საკმაოდ კრიტიკულად იყო განწყობილი.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მეგანი დონალდ ტრამპს ქალთმოძულეობაში ადანაშაულებდა. გარდა ამისა ჰერცოგინია პირობას დებდა რომ, ხმას დონალდ ტრამპის ოპონენტს,  ჰილარი კლინტონს მისცემდა. ხოლო დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, კანადაში გადასვლის პირობად დებდა.

მეგან მარკლის ამგვარი დამოკიდებულების შესახებ, თავად დონალდ ტრამპა ახლახანს,   ბრიტანეთში ვიზიტის დროს შეიტყო.

„არ მეგონა თუ ის ასეთი ამაზრზენი იყო“ – განაცხადა გაკვირვებულმა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები