დონალდ ტრამპი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს – „მან ექსპერიმენტული ანტისხეულების კოქტეილი მიიღო“

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ვოლტერ რიდის“ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმე დღეს გაატარებს.

-„დაინფიცირების შემდეგ, დონალდ ტრამპი თავს დაღლილად გრძნობს, კარგ განწყობაზეა, ექსპერიმენტული ანტისხეულების კოქტეილი მიიღო. მას აფასებს ექსპერტთა გუნდი, ჩვენ ერთად მივცემთ რეკომენდაციებს პრეზიდენტსა და პირველ ლედის შემდეგი უკეთესი ნაბიჯების შესახებ. პრეზიდენტმა მიიღო „რეგენერონ ფარმაცევტიკალის“ ანტისხეულების კოქტეილის ერთჯერადი, რვაგრამიანი დოზა. ის კვლევის ეტაპზეა, მაგრამ „კოვიდ-19“-ის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სამკურნალო საშუალებად მიიჩნევა. ტრამპი ასევე იღებს თუთიას, „დე“ ვიტამინს, ფამოტიდინს, მელატონინსა და ასპირინს.

პირველ ლედის, მელანია ტრამპს ამჟამად აქვს „მსუბუქი ხველა და თავის ტკივილი“, ოჯახის დანარჩენი წევრები კარგად არიან, კორონავირუსზე ნეგატიურად შედეგი აქვთ ნაჩვენები“, – განაცხადა პრეზიდენტის პირადმა ექიმმა, შონ კონლიმ

აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდათ.

-„დღეს პირველმა ლედიმ და მე „კოვიდ-19“-ის ტესტზე დადებითი პასუხი მივიღეთ. დაუყოვნებლივ ვიწყებთ კარანტინსა და გამოჯანმრთელების პროცესს. ამას ერთად დავძლევთ“, – წერს პრეზიდენტი,  დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ვირუსი მის თანაშემწეს, ჰოუფ ჰიქსს დაუდგინდა, შემდეგ პრეზიდენტსა და პირველ ლედის, მელანია ტრამპს ტესტირება ჩაუტარეს.

კომენტარები