„დონალდ ტრამპი ყველგან ამბობდა, სააკაშვილს ვიცნობ, რა მაგარია სააკაშვილი“
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში, ახალგაზრდა მარკეტოგოლებთან შეხვედრის დროს განაცხადა:
„აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველგან ამბობდა, რომ მიცნობდა. ტრამპი ჩამოვიდა ბათუმში. განაცხადა, რომ ხუთი წლის შემდეგ მსოფლიოში საუკეთესო ქალაქი გახდებოდა. ეს მას ჩემთვის არ უთქვამს, არამედ ამერიკულ არხებზე ისაუბრა. აი რეკლამაც. რატომ ჩამოვიდა ის? რატომ გვაქებდა? ჩამოდიოდა და საკუთარ სახლში მეპატიჟებოდა. ნიუ-იორკის ქუჩებში, თეატრში, რესტორნებში ჩემთან ერთად დადიოდა, რადგან ყველას მოსწონს წარმატებასთან ასოცირება. მაშინ ის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და სურდა წარმატებასთან ასოცირებულიყო. ის ყველგან ამბობდა, სააკაშვილს ვიცნობ, რა მაგარია სააკაშვილი. მე ბათუმიდან ჩამოვედიო, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ქალაქია. რომ მათ საუკეთესო განათლების და საგადასახადო სისტემა აქვთ“.