დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაცემას დათანხმდა – 20 იანვარს ძალაუფლების ორგანიზებული გადაცემა მოხდება

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა ძალაუფლება ჯო ბაიდენს გადასცეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მას შემდეგ განაცხადა, რაც სენატმა ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამოწმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება „პრეზიდენტობის ისტორიაში უდიდესი პირველი ვადის დასრულებას წარმოადგენს“.

-„იმის მიუხედავად, არჩევნების შედეგებს არ ვეთანხმები, 20 იანვარს ძალაუფლების გადაცემა მოხდება. ყოველთვის ვამბობდი,- ყველა კანონიერი ხმის დასათვლელად ბრძოლას გავაგრძელებდით. იმის მიუხედავად, რომ ეს პრეზიდენტობის ისტორიაში უდიდესი პირველი ვადის დასრულების ნიშანია, ეს ჩვენი ბრძოლის დასაწყისია, რომლიც მიზანიცაა ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“, – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ

 

 

კომენტარები