დონალდ ტრამპი Facebook-ში საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე იქნება დაბლოკილი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Facebook-ში საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე იქნება დაბლოკილი.  ამის შესახებ სოციალური ქსელი Facebook-ის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა,

მანამდე Facebook-ისა და Instagram-ის ადმინისტრაციამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში 24 საათით დაბლოკა.

-„ბოლო 24 საათის შოკისმომგვრელი მოვლენები აშკარად ცხადყოფს,  პრეზიდენტი ტრამპი დარჩენილ დროს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესისთვის ძირის გამოსათხრელად გამოიყენებს. ჩვენ მიგვაჩნია, ამ პერიოდში პრეზიდენტისთვის ჩვენი მომსახურებით სარგებლობის დაშვება რისკებს შეიცავს. ამიტომ, მისი Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშების დაბლოკვა სულ მცირე შემდეგი ორი კვირით გახანგრძლივდება, სანამ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა არ დასრულდება“, – განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ

კომენტარები