დონალდ ტრამპს თავისი მეუღლის სამშობლოში,ხის ქანდაკება დაუდგეს

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თავისი მეუღლის სამშობლოში, სლოვენიაში ხის ქანდაკება დაუდგეს. ამ ინფორმაციას გამოცემა INDEPENDENT-ი ავრცელებს.   მონუმენტი 25 ფუტის (7,62 მ) სიმაღლის. ხის მასალისგან არის დამზადებული.

ქანდაკებაზე ტრამპი ლურჯად შეფერილი „სამოსით“ და კაშკაშა წითელი ჰალსტუხით არის გამოსახული.

ცოტა ხნის წინ ძეგლი მელანია ტრამპსაც დაუდგეს. ამ ფაქტმა  სოციალურ ქსელში მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი აზრით, ნამუშევარი საკმაოდ უხეშადაა შესრულებული.

კომენტარები