დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლებმა რუსული პასპორტები გამარტივებული წესით მიიღეს
დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მოქალაქეების ნაწილმა, რუსეთის პასპორტები გამარტივებული წესით მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო “ლაიფ” ავრცელებს.
პასპორტების აღება მსურველებს როსტოვის ოლქში შეეძლოთ და სულ 60-მა ადამიანმა ისარგებლა გამარტივებული მიღების წესით.
აპრილის ბოლოს, როსტოვის ოლქში “შინაგან საქმეთა სამინისტროს” ორი მიგრაციული განყოფილება გაიხსნა, რომლებიც სატესტო რეჟიმში მუშაობენ.
24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლები რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ. პუტინის ამ გადაწყვეტილებას მკაცრი რეაქცია მოჰყვა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთი ამ პროვოკაციული ნაბიჯით, თავს ესხმის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
წყარო: kvira.ge