“დროა, ევროკავშირმა “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობა ცნოს” – სახიფათო გზავნილი ევროპის ოფიციალური წარმომადგენლებისგან
საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ე.წ. მაჟორიტარული არჩევნები ჩატარდა, სადაც მეშვიდე მოწვევის ე.წ პარლამენტის “დეპუტატები” აირჩიეს, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ sputnik-ossetia.ru ავრცელებს.
ოკუპირებული რეგიონის ინფორმაციით, ე.წ. არჩევნებზე, 15 ქვეყნიდან სამოცდაათამდე საერთაშორისო დამკვირვებელი იმყოფებოდა.
მათ შორის “არჩევნებს” გერმანიის, იაპონიის, ბელგიისა და ფილადელფიის ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ოკუპირებულ რეგიონში “არჩევნების” მაღალ ხარისხზე ისაუბრეს.
“მე ამ რეგიონში პირველად ვარ. მთავარია, რომ აქ სიმშვიდეა და საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს. მე ძალიან მომწონს აქ და დიდი სურვილი მაქვს, რომ “სამხრეთ ოსეთთან” ურთიერთობა გავამყარო”- აცხადებს ფინეთის ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი, პოლიტოლოგი იოჰან ბეკმანი.
გარდა ამისა, პოლიტოლოგმა დონბასში წარმოებულ სამხედრო აგრესიაზე, პასუხიმგებლობა აღმოსავლეთს დააკისრა. განცხადება გააკეთა ასევე, ოკუპირებულ რეგიონში მყოფმა ოფიციალური ბერლინის წარომამდგენელმაც, დეპუტატმა გუნნარ ლინდემანმაც. “ჩვენ აუცილებლად უნდა მივმართოთ აღმოსავლეთ ევროპას, რათა მათ დროულად ცნონ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და ასევე მთელი რეგიონის დამოუკიდებლობა”- განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო არჩევნები არ აღიარა.
მოამზადა მარიამ ნოზაძემ