დუშეთში 10 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში 10 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ აბანოსხევის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.
სკოლაში სველი წერტილები, შიდა ინტერიერი, ფასადი და კარები განახლდება. ასევე, განხორციელდება შიდა ელექტროსამონტაჟო სამუშაოები და სკოლის შესასვლელი გრანიტით მოპირკეთდება. სარემონტო სამუშაოებს, შპს “კ.გ“ ახორციელებს.
დუშეთის 8 სოფლის სკოლას წელს არცერთი პირველკლასელი არ ეყოლება.

კომენტარები