„დღევანდელი სიტუაცია თუ შევინარჩუნეთ, არჩევნების ჩატარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება“ – ამირან გამყრელიძე

საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი და „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების პირობები განიხილეს.

-„განვიხილეთ პრინციპების დონეზე წარმოდგენილი დოკუმენტი, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, როგორ უნდა მისცენ ხმა კოვიდინფიცირებულებმა, კარანტინში მყოფებმა, ასევე თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა. ეს პრინციპები დაკონკრეტდება ცესკო-ს შესაბამის ნორმატიულ აქტებში და შემუშავდება ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად.  საუბარია, როგორც ამომრჩევლის უსაფრთხოებაზე,  დაცული რომ იყოს მისი უსაფრთხოება, ასევე საარჩევნო კომისიის წევრების უსაფრთხოებაზე. გვაქვს ჩვენი რეკომენდაციები, იმ ნორმატიულ აქტებში მონაწილეობას ჩვენც მივიღებთ, რომელიც ცესკო-მ უნდა შეიმუშაოს.

დღევანდელი სიტუაცია თუ შევინარჩუნეთ, არჩევნების ჩატარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

 

 

კომენტარები