დღეიდან მოლდოვის 94 სკოლაში დაიწყო ფეხბურთის გაკვეთილები

დღეიდან  მოლდოვის 94  სკოლაში დაიწყო  ფეხბურთის გაკვეთილები, რომლებიც ერთობლივად დანერგეს ფეხბურთის ფედერაციამ და განათლების სამინისტრომ.  

პირველ ეტაპზე 15 ათასი ბავშვი დაესწრება ამ გაკვეთილებს, ესენი არიან 1-4 კლასის მოსწავლეები. 1 სექტემბრიდან ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება, იუწყება moldfootball.com

მთავარი მიზანი ამ გაკვეთილებისა არის ის, რომ ბავშვებს გაუღვივოს ინტერესი ფეხბურთისადმი  და გაუჩინოს სპორტის ამ სახეობით დაკავების სურვილი.  

წინა კვირაში ფედერაციამ 5 დღის განმავლობაში ჩაატარა სემინარები 94 სკოლის ფიზკულტურის 189 მასწავლებლისთვის. პედაგოგებმა გაიარეს ინსტრუქტაჟი და მიიღეს შესაბამისი აღჭურვილობა, რის შემდეგაც მათ უკვე შეუძლიათ სკოლებში ფეხბურთის გაკვეთილების ჩატარება.  

<

წყარო: moldfootball.com

კომენტარები