დღეიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება – გარკვეული შეზღუდვები მაინც

დღეიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება. გარკვეული შეზღუდვები მაინც დარჩება. მოკლევადიანი პაემნები მინის ბარიერის პირობებში იქნება დაშვებული.

დაწესებულებებში პრევენციული ზომები კვლავ გამკაცრებული იქნება. სტუმარი ვალდებულია დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს, მათ შორისაა პირბადით გადაადგილების აუცილებლობა.

20 მაისიდან უკვე შესაძლებელია ციხეში ამანათების შეგზავნა. მათ შორის ფეხსაცმლის და ტანსაცმლის. ყველა ნივთი, რაც ამანათის ან საფოსტო გზავნილის სახით იქნება მიწოდებული და გარდა საკვები პროდუქტებისა, გაივლის დეზინფექციას.

პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული ზომები 5 მარტიდან ამოქმედდა. შეიზღუდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ, ხანმოკლე გასვლის, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვების უფლებაც.

კომენტარები