დღეიდან 7 ივნისამდე რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა

რიკოთის გვირაბში დაგეგმილ პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეიდან  საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და აცხადებს, რომ  გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლით გზაზე. გვირაბში დროებითი შეზღუდვა 7 ივნისს, 08:00-ზე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება.

კომენტარები