„დღეისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან 188 ადამიანია გადმოყვანილი. კიდევ ერთხელ და ხაზგასმით ვამბობ, სრული მზაობით და სურვილით, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას“- ქეთევან ციხელაშვილი

-„დღეის მონაცემებით, ხაზგასმით ვამბობ, რომ იმ მონაცემებით, რასაც თავად აქვეყნებენ აფხაზეთში 15, ცხინვალის რეგიონში 30 ინფიცირებულია.

ამ მონაცემების გადამოწმება შეუძლებელია, რთულია იმის თქმა, რომ სწორედ ეს არის ციფრები და არა მეტი ან ნაკლები. მაგრამ აშკარაა ტენდენცია, რომ იზრდება მაჩვენებლები.

ცხადია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა ზომა გატარდეს, პროტოკოლი დაიცვან, რათა არ მოხდეს უმართავი და მასიური გადავრცელება ამ ვირუსის. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმ შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში, რასაც ქმნის ოკუპაცია და ჩაკეტილობა, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის მხრიდან, რომ ადგილზე დავეხმაროთ მოსახლეობას უკეთ გაუმკლავდნენ ინფექციას.  დაწყებული, იმ გამოცდილებიდან, რაც მივიღეთ ჩვენ და დანარჩენმა მსოფლიომ გამკლავებასთან დაკავშირებით, დასრულებული უშუალოდ სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებებით, რა თქმა უნდა, რასაც კიდევ ერთხელ და ხაზგასმით ვამბობ, სრული მზაობით და სურვილით, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას ორივე რეგიონიდან დიაგნოსტიკაში და უკვე ამ ინფექციის მართვაში შესაბამისს კლინიკებში, რომლებიც არის უკვე განთავსებული საოკუპაციო ხაზთან ახლოსაც ორივე მიმართულებით.

განსაკუთრებით ახალი ინფრასტრუქტურაა რუხი. სრულ მზადყოფნაშია აფხაზეთიდან პაციენტების მომსახურებისთვის. დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილია 188 პირი. აქედან თითქმის 80-მდე პირი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა დაავადებაზე მკურნალობს და იღებს უფასო სამედიცინო მომსახურებას. დანარჩენი იმყოფება საკარანტინო ზონაში ან თვითიზოლაციაში“, – განაცხადა  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა,  ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები