დღეის მდგომარეობით კერძო სექტორი აქტიურად არის ჩართული პირბადეების წარმოებაში, თუმცა საჭიროა წარმოების მოცულობის გაზრდა

კორონავირუსის (COV-19) პანდემიის გამო მსოფლიოში შეიქმნა პირბადეების დეფიციტი. აღნიშნულმა მოცემულობამ ნათლად დაგვანახა ამ და სხვა სანიტარულ – ჰიგიენური დანიშნულების პროდუქციის საქართველოში წარმოების აუცილებლობა.

სწორედ ამიტომ მთვრობის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო პირბადეების და სხვა ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელთა მეშვეობითაც მაქსიმალურად დიდხანს შეიძლებოდა ეპიდემიის პრევენცია საქართველოში.

დღეის მდგომარეობით კერძო სექტორი აქტიურად არის ჩართული პირბადეების წარმოებაში, თუმცა საჭიროა წარმოების მოცულობის გაზრდა, რაც კერძო და საჯარო პარტნიორობის შედეგად მიიღწევა.

 

წყარო:  ფეისბუქის გვერდი Bidzina Ivanishvili & Media

კომენტარები