დღესასწაული იერუსალიმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა – მართლმადიდებლებო! გილოცავთ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის იერუსალიმის ხატის დღესასწაულს

დღესასწაული იერუსალიმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა.

შეგვეწიოს ჩვენი ზეციური დედა-დედოფლის მადლი ყველა ადამიანს, ამინ!!!

გადმოცემით, ქრისტეს ამაღლებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ ხატი ლუკა მახარებელს გეთსიმანიაში შეუქმნია.

463 წელს ხატი კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს. ბიზანტიელთა მხედრობამ მისი მეოხებით უკუაქცია მომხდური სკვითების ლაშქარი. 988 წელს იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი კორსუნში (ხერსონში) გადააბრძანეს და ახალნათელღებულ მოციქულთასწორ მთავარ ვლადიმირს უბოძეს.

როცა ნოვგოროდელებმა ქრისტიანობა მიიღეს, ვლადიმირმა ხატი მათ გადასცა საჩუქრად. 1571 წელს ივანე მრისხანემ დაარბია ქალაქი და სიწმიდე მოსკოვის მიძინების ტაძარში გადააბრძანა.

ნაპოლეონის თავდასხმის შემდეგ იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი უკვალოდ გაქრა. სანაცვლოდ მიძინების ტაძარში მისი ზუსტი ასლი იქნა დასვენებული.

იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატს ევედრებიან მაშინ, როდესაც ადამიანი რწმენას კარგავს, განსაცდელშია, ან მწუხარეა.

ეხმარება, ვისაც თვალები აწუხებს. იცავს სტიქიური უბედურებების დროს, ხანძრებისა და მძარცველებისგან. საჭიროა ხატის წინ ლოცვა სახლისა და ოჯახის თავდასხმებისგან დასაცავად.

ხატის წინაშე ლოცულობენ, როდესაც ხანგრძლივ მოგზაურობასა და მივლინებაში მიემგზავრებიან, გზაში პრობლემების თავიდან ასარიდებლად.

ღვთისმშობლის ამ ხატს ევედრებიან ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად და ურთიერთობათა დარეგულირებისთვის. ქალები ბავშვის ჩასახვისთვის ევედრებიან.

კომენტარები