დღესასწაული საუფლო კვართისა და ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარე სვეტისა – მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი

14 ოქტომბერი – დღესასწაული საუფლო კვართისა და ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარე სვეტისა.

საფარველი ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.

მაცხოვრის ჯვარცმის ჟამს მცხეთას ვნებულისა, კვართის მიმრქმელის წმ. სიდონიას დედისა ;

მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი ;

სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა, ურიაყოფილისა ;

მელქისედეკ I-სა, სრულიად საქართველოჲსა პირველისა კათალიკოს-პატრიარქისა, სვეტიცხოვლის განმაახლებელისა.

მოციქულისა ანანიასი, 70-თაგანისა ;

ღირსისა რომანოზ ტკბილადმგალობელისა ;

მოწამისა დომნინე თესალონიკელისა ;

ღირსმოწამისა მიქაელისა, ზობიელი იღუმენისა და მისთანა 36-თა ღირსმოწამეთა .

მცხეთობა – სვეტიცხოვლობა.

ეს არის საოცარი დღე საქართველოსთვის, დღე როდესაც უამრავმა დღესასწაულმა ერთად მოიყარა თავი.

ამ დღის მადლი შეეწიოს და წყალობდეს სრულიად საქართველოს!

ტროპარი:

კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სვეტისა წმიდისა და კვართისა საუფლოსა ნათელი შემოკრებს კიდეთა სოფლისათა და უკვდავებად წმიდად მირონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყვანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.

კონდაკი:

ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და შემწისა უძლეველისა, სვეტისა წმიდისა და ღმრთივ-ბრწყინვალისა, რომელი ჰნათობს საუფლოსა და ზეგარდამო ქსოვილსა კვართსა ზედა, და ელვებრ აკრთობს ცათა მობაძვასა საყდარსა, და მგალობელთა და მედღესასწაულეთა თვისთა განაშვენებს, და ცისკროის და სიხარულსა მრჩობლსა მიანიჭებს, რომელნი ქებასა შეასხამენ: გიხაროდენ სვეტო ბრწყინვალეო

კომენტარები