„დღეს არის ოჯახის სიმტკიცის დღესასწაული. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე“ – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ ოჯახის სიმტკიცის დღეზე ისაუბრა.

-„ოჯახი შესდგება ცოლისგან, ქმარისა და შვილებისგან.

დღეს სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს ხატის თანხლებით შემოივლიან და  ნაკურთხ წყალს ასხურებენ, რაც „განამტკიცებს ქალაქს“.

ერთი კვირა გრძელდებოდა დღესასწაული, რაც საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა და ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთხოვდით ღვთისმშობელს, რომ წყალობა მოეღო საქართველოზე. დღეს არის ოჯახის სიმტკიცის დღესასწაული. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე იყოს. სადაც სარწმუნოება ჭეშმარიტია, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია.

საერთოდ უნდა ითქვას, ოჯახი მუდამ დიდი პრობლემა იყო ადამიანისთვის. ოჯახი შესდგება ცოლისგან, ქმარისა და შვილებისგან. ქალის ხასიათი, განსხვავებული ხასიათები აქვს, მაგრამ იმათ უნდა ამთლიანებდეს რწმენა და სიყვარული. ეს რწმენა იმდენად დიდია, სიყვარული იმდენად დიდია და ძლიერია, რომ ჩვენ მოგვიყვანა ამ წმინდა ტაძარში და გაგვაერთიანა, ხალხი გაამთლიანა საქართველოსი, საქართველო გახდა ერთიანი.

მინდა, მოგილოცოთ ეს დალოცვილი დღე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ვერავითარი უარყოფითი ძალა ვერ სძლევს საქართველოს სიყვარულსა და სიხარულს. საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელთა სარწმუნოებაზე, ეს ჩვენი ბედია, ეს ჩვენი ჯილდოა. ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი. დალოცვილი იყავით. გაიხარეთ“, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქადაგებისას.

კომენტარები