„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც ჩვენმა უწმინდესმა, ადამიანმა, რომელიც არის ჩვენს ცხოვრებაში აპოქალური მოვლენა…“ – კონსტანტინე მორგოშია

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „ალტერნატიული ხედვა“

ალტ–ინფოს“ დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია:

-„ჩვენს მაყურებელს ვულოცავ დღევანდელ დღეს. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე 17 მაისი, რომელიც ჩვენმა უწმინდესმა, ადამიანმა, რომელიც არის ჩვენს ცხოვრებაში აპოქალური მოვლენა და ჩვენ ყველანი, მათ შორის მეც ამაყი ვარ, რომ ჩვენ ჩვენი თაობა, ვინც მეტნაკლებად ნორმალურად ვაზროვნებთ, ჩვენს თაობას ვეძახით უწმინდესის თაობას.

მე, როგორც რიგითი ქართველი, ამაყი ვარ, რომ დღეს 17 მაისს, როდესაც ევროპის სხვადასხვა ქალაქი აღნიშნავენ სიგიჟის დღესასწაულს, ჩვენ აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ამ მიმართულებით და ეს არის ძალიან საამაყო…“

17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა 2014 წლის 11 მაისს, საკვირაო ქადაგებისას დააწესა

კომენტარები