დღეს ერეკლე მეორის დაბადებიდან ზუსტად 300 წელი შესრულდა!!!

თორნიკე ბედიანაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

დღეს ერეკლე მეორის დაბადებიდან ზუსტად 300 წელი შესრულდა!!!

“იაზრა ერეკლემ: ვერ გაუძლებდა მისი მცირერიცხოვანი და დაქანცული ლაშქარი, თუ ამ მუსულმანურ ურჩხულს, დროზე თავს არ გააგდებინებდა. ბრძოლის ბედი უნდა გადაეწყვიტა ბელადთა შერკინებას. ძებნა აღარ დასჭირებია ერეკლეს. ელვასავით მოიჭრა მალაჩი. იელვეს ხმლებმა. იელვა სისხლმა. მარტო თავი დაენარცხა დედამიწაზე. უთავო ტანი გაიტაცა ცხენმა. აღარ იყო ქვეყნად მალაჩი – იმ დროს დაღესტნის პირველი ბელადი. მალაჩი მოგვიკლესო? მეხივით დაუარა ლეკთა და ოსმალთა რიგებს ერთსხეულად შებრუნდნენ და გაქანდნენ. გამოედევნა მძლეველი “უძლეველ მალაჩისა”. სდიეს და კაფეს ლტოლვილი მოსისხლენი ქართველებმა. მრავალი მოსწყვიტეს და დაიჭირეს. რისხვა ღვთისა დასცეს. ერეკლე ბატონიშვილის სახელი ეკერა პირზე ყველას – მტერსაც და მოყვარესაც. ვინ იფიქრებდა მალაჩის დამარცხებას?! მეხის ძალა ქონია მკლავში ჭაბუკ უფლისწულს. უკვე მღეროდნენ ხალხში:
ერეკლე ბატონიშვილი
განა უბრალო კახია
საგურამოში ლეკისა
ჯარი მარტომან გახია”
ლევან სანიკიძე – უქარქაშო ხმლები

 

კომენტარები