დღეს ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრში გამოცდა ჩატარდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

საგამოცდო სექტორები გაგრილების სისტემითა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი. ცენტრებთან გამოცდების პერიოდში მუდმივად იქნება მობილიზებული სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17-24 ივლისს კი გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.
გისურვებთ წარმატებას!

კომენტარები