„დღეს ეშმაკის უფრო ეშინიათ, ვიდრე ღმერთის, რადგან“- მამა გიორგი ბასილაძე

„დღეს ეშმაკის უფრო ეშინიათ, ვიდრე ღმერთის, რადგან ასწავლიან, რომ ბოროტი დაუნდობელია, კაცის მკვლელი, ძლიერი, მოხერხებული. ღმერთი კი მოწყალე, კეთილი, მიმტევებელი. ქრისტე ჯვარს ეცვა, ევნო, შეურაცხყოფა, შენერწყვა დაითმინა. მგრამ გეუბნებით – ქრისტემ ეს ცოდვილი მოდგმისაგან ერთხელ მოითმინა. და მოითმინა, რათა კაცთა მოდგმა ეხსნა. მაგრამ აწი ისე საწყალი, ურიების ნაცემ-ნაბეგვი კი არ გმოჩნდება. და რა არის ეშმაკის ძლიერება ქრისტესთან შედარებით და ვის მოკლავს ეშმაკი ქრისტეს უმისოდ. ღმერთი რომ მოწყალეა, ღმერთი მოსამართლეცაა. ღმერთი რომ კეთილია, ღმერთი სასტიკიცაა, ის ცეცხლია ბოროტი ადამიანებისთვის!… ჭეშმარიტი ღმერთ ცოცხალი და ძლიერია. ის ისეთი არის, როგორიც არის. თავის თავში მყოფი, ყველგან მყოფი, მართალი და მოუსყიდველი. ყოვლადწმინდა, პირუთვნელი, სულგრძელი და მიმტევებელი, მაგრამ მებრძოლი. ღმერთი იმიტომ კი არ გვითმენს, რომ ჩვენ ვიმსახურებთ, ან კიდევ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვაწყობს, არამედ თავისი ღვთიური სულგრძელებით. ვის აქვს ღმერთთან სიმართლე ან ღმერთთან კამათის უფლება?! ღმერთი ისეთი არაა ჩვენ როგორიც წარმოგვიდგენია!!! ღმერთი ისეთია, როგორიც არის, მაგრამ ქვეყნად შეუძლია გამოჩნდეს ისეთი სახით, როგორიც სურს მას, რომ შენ მოგიახლოვდეს!… ღმერთი ითმენს, მაგრამ შეუძლია არ მოგითმინოს, არც მეორედ მოსვლას დაელოდოს, აქვე გაზღვევინოს! “ღმერთს ვუყვარვართ” – გაიძახიან. შენ თუ გიყვარს ღმერთი?! ვაი მათ ვისაც ღმერთის არ ეშინია, ვინც არ უნდა იყოს ის: პრეზიდენტი, პატრიარქი, მინისტრი, ეპისკოპოსი, ძლიერი თუ სუსტი, კაცი თუ ქალი!!! ღმერთი ღმერთია!!! დიდება ჩვენს ღმერთს!“
მამა გიორგი ბასილაძე
კომენტარები