„დღეს ვპოზიციონირებთ, როგორც უსაფრთხო ტურისტული ქვეყანა. ვფიქრობ, – ტურიზმის აღდგენა ამ მიმართულებით სწრაფად“- ნათია თურნავა

-„მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ტურიზმის სექტორი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო. სამომავლოდ, ვიზიტორებისთვის უფრო მეტად დივერსიფიცირებული და ხარისხზე ორიენტირებული ტურისტული პროდუქტები იქნება შეთავაზებული. დღეს ვპოზიციონირებთ, როგორც უსაფრთხო ტურისტული ქვეყანა. ვფიქრობ, – ტურიზმის აღდგენა ამ მიმართულებით სწრაფად მოხდება.

დარგები, რომლებიც ამჟამად, წერტილოვანი შეზღუდვის ფარგლებში, შეზღუდულად საქმიანობენ, უსაფრთხოდ, მაგრამ სრულად უნდა ამუშავდნენ. ეს არის ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღების საწინდარი,ამაზე გვექნება მსჯელობა განახლებული კაბინეტის ფარგლებში. სამინისტროში ტურისტულ ბიზნესებთან ერთად ტურიზმის განახლებული მარკეტინგული სტრატეგიის განხილვა მიმდინარეობს“, – განაცხადა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ.

კომენტარები