“დღეს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის კურთხევიდან 3 წელი შესრულდა” – აკაკი კაჩახიძე:

– ” დღეს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის კურთხევიდან 3 წელი შესრულდა.

ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან და სხვადასხვა ტაძრიდან მოწვეულ სასულიერო პირებთან ერთად, სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა. ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური და პოეტი ტარიელ ხარხელაური.

თიანეთში წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2017 წლის 12 აგვისტოს გაიხსნა. მეუფე მიქაელის ლოცვა – კურთხევით, სამების ტაძრის დღესასწაული მოძრავ თარიღად დადგინდა, რომელიც მარიამობის მარხვის დაწყების წინა კვირა დღეს აღინიშნება.” – წერს აკაკი კაჩახიძე

Akaki Kachakhidze-ს ფოტო.

Akaki Kachakhidze-ს ფოტო.

 

 

 

 

 

 

წყარო: https://www.facebook.com/groups/128027463968943/permalink/2939279042843757/

კომენტარები