დღეს ილია მე­ო­რემ  მრევლს სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, ილია მე­ო­რემ  მრევლს სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა.  სა­დღე­სას­წა­უ­ლო ლი­ტურ­გი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი დაეს­წრო.

“მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ლოც­ვა-კურ­თხე­ვაა, რომ ყო­ვე­ლი ჩვენ­თა­გა­ნი იყოს სი­ხა­რუ­ლის მა­უ­წყე­ბე­ლი” – ილია მე­ო­რემ სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში ქადაგებისას ბრძა­ნა.

„მე მინ­და, მოგ­ცეთ ლოც­ვა-კურ­თხე­ვა მთელს სა­ქარ­თვე­ლოს, რომ ყო­ვე­ლი ჩვენ­თა­გა­ნი იყოს სი­ხა­რუ­ლის მა­უ­წყე­ბე­ლი. იყოს მა­ხა­რო­ბე­ლი. ცუდი სი­ტყვა კი არ მი­ა­გოს ადა­მი­ანს, არა­მედ სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი უთხრას. ეს არის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა თქვენ­თვის და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის, რომ ყო­ვე­ლი ჩვენ­თა­გა­ნი იყოს მა­ხა­რო­ბე­ლი.

ჩვენ ბედ­ნი­ე­რი ვართ, რომ უამ­რა­ვი ხალ­ხი ეს­წრე­ბა წირ­ვა-ლოც­ვას. ჩვენ ბედ­ნი­ე­რი ვართ, რომ ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი მობ­რძან­და. ჩვენ ვუ­ლო­ცავთ მას დღე­სას­წა­ულს. ღმერ­თმა ძალა მის­ცეს და მად­ლი მის­ცეს ამ დიდი მი­სი­ის აღ­სას­რუ­ლამ­დე. ყვე­ლას კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბას. არ და­გა­ვი­წყდეთ ეს და­ვა­ლე­ბა, ეს და­ვა­ლე­ბა მო­გი­ტანთ თქვენ დიდ სი­ხა­რულს. ჩვენ თუ ვიქ­ნე­ბით მა­ხა­რო­ბე­ლი, სხვე­ბიც სი­ხა­რულს მოგ­ვი­ტა­ნენ”, – აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა.

დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დია 12 მო­ცი­ქუ­ლის დღე­სას­წა­უ­ლის მად­ლი. ამას­თან, პატ­რი­არ­ქმა ქა­და­გე­ბი­სას ერთ-ერთი ამო­ნა­რი­დიც გა­იხ­სე­ნა, სა­დაც აღ­წე­რი­ლია თუ რო­გორ ამ­ხნე­ვებ­და სი­ტყვი­ე­რად პა­ტა­რა ბიჭი დაჭ­რილ ჯა­რის­კა­ცებს.

„დღეს არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე. 12 მო­ცი­ქუ­ლის დღე­სას­წა­უ­ლი. ყო­ვე­ლი მო­ცი­ქუ­ლი იყო არა­მარ­ტო გაგ­ზავ­ნი­ლი მო­ცი­ქუ­ლი, არა­მედ მა­ხა­რე­ბე­ლი. სი­ხა­რულს აუ­წყებ­და და აი მე მახ­სენ­დე­ბა ერთი წიგ­ნი, სა­დაც აღ­წე­რი­ლია სკო­ლა. სკო­ლა­ში იყო სა­ა­ვად­მყო­ფო დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის. ერთი პა­ტა­რა ბიჭი 12-14 წლის, მი­დი­ო­და იმ სკო­ლა­ში და შო­რი­დან უყ­ვი­რო­და დაჭ­რილ ჯა­რის­კა­ცებს: “შენ მალე მორ­ჩე­ბი”, შენ გა­ნი­კურ­ნე­ბი”, “შენ და­უბ­რუნ­დე­ბი შენს მშობ­ლებს”…

და ამ ბიჭს და­არ­ქვეს – ჩვე­ნი მა­ხა­რო­ბე­ლი. როცა არ მო­ვი­დო­და, წუხ­დნენ ჯა­რის­კა­ცე­ბი, სად არის, სად და­ი­კარ­გა ჩვე­ნი მა­ხა­რო­ბე­ლიო”, – ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

 

 

კომენტარები