„დღეს კლინიკას 15 პაციენტი დატოვებს. ჩვენ, ექიმები ერთი გუნდი ვართ და ამას ხვალ ყველას დავუმტკიცებთ“ – ლევან რატიანი

-„ამ ეტაპზე კლინიკაში 104 პაციენტი მკურნალობს, მათგან ინფიცირებულია 86. დღეს კლინიკას 15 პაციენტი დატოვებს.

რეანიმაციული პაციენტი არის რვა, დამატებით ახალი არ დამატებია. აქედან სამი იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. დღეს, ორი რჩება, ერთის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. დღეს კლინიკას ორი ახალი პაციენტი დაემატა.  ჩატარებული კომპიუტერული და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით, ამ ეტაპამდე მათთან არანაირი პათოლოგიური ცვლილება არ დასტურდება. აგრძელებენ დაკვირვებას და სიმპტომურ მკურნალობას. 

ჩვენ, ექიმები ერთი გუნდი ვართ და ამას ხვალ ყველას დავუმტკიცებთ“, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა.

კომენტარები