დღეს მიცვალებულთა მოხსენიების დღეა. ტაძრებში, საღმრთო ლიტურგიაზე მიცვალებულთა მოხსენიება მოხდება, ასევე შესრულდება პანაშვიდი
დიდმარხვა წელს 15 მარტს დაიწყო და 2 მაისს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
დიდმარხვა ეკლესიის მიერ დადგენილი წლიური ოთხი სამარხვო პერიოდიდან ყველაზე ხანგრძლივი და მკაცრია. ის აღდგომის წინ 49 დღით ადრე იწყება და აღდგომის დღესასწაულამდე გრძელდება; ამით მართლმადიდებელი მრევლი ქრისტეს აღდგომის სადღესასწაულოდ ემზადება.