დღეს, მსოფლიოში აღინიშნება „ტორტის საერთაშორისო დღე“

დღეს, 20 ივლისს, მსოფლიოში აღინიშნება ტკბილი დღესასწაული – „ტორტის საერთაშორისო დღე“ (International Cake Day), რომელიც ეძღვნება მეგობრობასა და მშვიდობას ადამიანებს, ქვეყნებსა და ხალხებს შორის. მისი დევიზია – „I CAKE YOU“, ანუ „მე მოვალ შენთან ტორტით“. დღესასწაული დაფუძნებულია საზოგადოება „სიყვარულის სამეფოს მილანური კლუბის“ მიერ. ეს ერთერთი ყველაზე „ახალგაზრდა“ დღესასწაულია მსოფლიოში „მილანურმა კლუბმა იგი 2009 წელს დაარას, ხოლო მსოფლიო მასშტაბით იგი 2011 წლიდან აღინიშნება.

კომენტარები