“დღეს “ნაციონალური მოძრაობის” როგორც დამნაშავე,მკვლელი რეჟიმის ერთ ერთი მსხვერპლის, სულხან მოლაშვილის გარდაცვალების დღეა!”-თამთა მეგრელიშვილი:

იურისტი  თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს-

“დღეს “ნაციონალური მოძრაობის” როგორც დამნაშავე,მკვლელი რეჟიმის ერთ ერთი მსხვერპლის, სულხან მოლაშვილის გარდაცვალების დღეა!

2004 წელს საზოგადოებამ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის შემზარავი ფოტოები იხილა: პატიმრობაში მყოფ სულხან მოლაშვილს მთელი ზურგი სიგარეტით ჰქონდა ამომწვარი, სხეულზე უამრავი ჩაქცევა და სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა;
როგორც ამბობდნენ, ელექტროშოკით მიყენებული წამების გამო ფეხის ვენები დასკდომაზე ჰქონდა…

სულხან მოლაშვილი აცხადებდა, რომ ის პატიმრობის დროს გიგა ბოკერიამ, ზურაბ ადეიშვილმა და გოგა გრიგალაშვილმა აწამეს!

წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შელახვა, თავისუფლების, ხელშეუხებლობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების შეზღუდვა, დისკრიმინაცია, _ ეს იმ დარღვევების ჩამონათვალია, რომელიც ევროსასამართლომ კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის სულხან მოლაშვილის საქმეზე დაადგინა.

2016 წლის 29 ივნისს ის 47 წლისა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.”-წერს თამთა მეგრელიშვილი

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები