დღეს ფესტივალი „სვანეთობა 2019“ აღინიშნება

მესტიაში  ფესტივალი „სვანეთობა 2019“ აღინიშნება.

ცენტრალურ სკვერში ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა მიმდინარეობს. ადგილობრივ მოსახლეობას, ჩამოსულ ქართველ და უცხოელ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ სვანური ტრადიციული კერძები.

ფესტივალს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან. წელს მესტიის საპატიო მოქალაქე პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი გახდა, საპატიო მესტიელის წოდება ციური გაბლიანს მიენიჭა.

ფესტივალი საღამოს კონცერტით დასრულდება.

კომენტარები