“დღეს ქალბატონს სალი ჯუღელს მხოლოდ იმიტომ არ მოემსახურენ, რომ მას ახლდა 5 თვის შვილი და 5 თვის ბავშვს არ ეკეთა პირბადე!!!” – ზვიად ტომარაძე:

-” კარგად დააკვირდით ამ ფოტოს!

ეს სამევახშეო დაწესებულება “რიკო კრედიტის” თანამშრომლები არიან, რომლებიც დღეს ქალბატონს სალი ჯუღელს მხოლოდ იმიტომ არ მოემსახურენ, რომ მას ახლდა 5 თვის შვილი და 5 თვის ბავშვს არ ეკეთა პირბადე!!!
ჯერ ერთი ეს მევახშეები, სახელმწიფომ გააბატონა ხალხზე და დასახურია! გარდა ამისა, კანონი წაიკითხეთ თქვე უვიცებო! საქართველოს მთავრობის დადგენილებით (№368) მე–4 მუხლის 2 გ) ქვეპუნქტით 6 წლამდე ასაკის ბავშვს პირბადე არ სჭირდება!!! მონები რომ ხართ და უსისხლოები ეგ კიდევ სხვა საკითხია” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” ლიდერი, ზვიად ტომარაძე.
კომენტარები