„დღეს ქვეყანაში 10 ათასზე მეტი PCR ტესტის კომპლექტია, მაისში კი მარაგი შეივსება.  ვაგრძელებთ მრავალსაფეხურიან ტესტირებას“

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

-„დღეს ქვეყანაში 10 ათასზე მეტი PCR ტესტის კომპლექტია, მაისში კი მარაგი შეივსება.  ვაგრძელებთ მრავალსაფეხურიან ტესტირებას. ეს გულისხმობს როგორც სწრაფი ტესტებით, ასევე PCR ტესტებით ადამიანების გამოკვლევას. დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს 10 ათასზე მეტი PCR ტესტის სრული კომპლექტაცია. ორშაბათს ველოდებით დამატებით 40 ათას ტესტს. მაისის დასაწყისში ეს რაოდენობა PCR ტესტების შეივსება 100 ათასამდე. ამ ეტაპზე ქვეყანაში უკვე გამოყენებული არის 5 ათასზე მეტი სწრაფი ტესტი და დამატებით ჩვენ კიდევ გვაქვს 9 ათასი ტესტი, რომელიც დარიგებული არის ყველა საავადმყოფოში, სადაც მიმდინარეობს როგორც პაციენტების, ასევე თანამშრომლების ტესტირება, რის შედეგადაც მერე ხდება PCR-ით გადამოწმება და საბოლოო დასტურის მიღება საეჭვო შემთხვევების“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 420 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კომენტარები