„დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი. ის, რაც არის“-ირაკლი ღარიბაშვილი

-„დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი. ის, რაც არის ევროპული, თანამედროვე, ამერიკული დემოკრატიების სტანდარტების შესაბამისი. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, ყველა მოქალაქე განურჩევლად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ გემოვნებისა, ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს კანონის აღსრულებას. რაც შეეხება, ზოგადად, პრაქტიკას, ასე ვთქვათ, -გამოყენებულ მეთოდებს, ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი.

ნიკა მელია არის კრიმინალი, მას აქვს მისჯილი და სასამართლომ დაადგინა, – იგი არის კრიმინალი. ბატონი მელია გასამართლებული იყო ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, ეს მეორე საქმე, რისთვისაც პოლიციამ დილით მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა იგი, ეს უკავშირდება სწორედ ამ შენობის (პარლამენტის) შტურმის ორგანიზებას, რომელიც მან და მისმა თანაორგანიზატორებმა დაგეგმეს და ჩვენი სახელმწიფო ძლიერების გამოცდა გადაწყვიტეს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს. 

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი, 19 თებერვალს წარადგინა. 

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

კომენტარები