„დღეში კოვიდინფექციის 6-7 შემთხვევა, ნიშნავს ეპიდსიტუაციის დასრულებას. ჯერჯერობით ვირუსთან ჩვენს თანაცხოვრებაზე“ – ბიძინა კულუმბეგოვი

-„დღეში კოვიდინფექციის 6-7 შემთხვევა, ნიშნავს ეპიდსიტუაციის დასრულებას. მოწოდება „დარჩი სახლში“ უნდა შევცვალოთ.

როგორც დარგის სპეციალისტებმა თქვეს, უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსთან ერთად, ვიდრე რამე სიახლე არ გამოჩნდება. ეს იქნება ეფექტური ვაქცინაცია, ამას უნდა დაველოდოთ. მსოფლიოში სამართლიანი ბრძოლა მიმდინარეობს, ეს ვაქცინა უნდა გადანაწილდეს ყველა ქვეყანაზე, არ უნდა იყოს პრიორიტეტული ვინმესთვის. ეს ასეც იქნება, ასე მჯერა.

ჯერჯერობით ვირუსთან ჩვენს თანაცხოვრებაზე უნდა ვისაუბროთ. ამიტომ, ადამიანები ამ რესპირაციული დაავადების გავრცელების რისკის გამო, დიდხანს არ უნდა დაყოვნდნენ დახურულ სივრცეებში, სადაც ბევრი ადამიანია ერთად.საჭიროა ნიღბის ტარება, ხელის ხშირი დაბანა, მისალმების ტრადიციაზე უარის თქმა. შეიძლება წესების შემოტანა, ხელით მისალმება, იდაყვით მისალმება, ფეხით მისალმება. ამ ტრადიციის მოდიფიცირებას თუ შევძლებთ, ჩვენს ქვეყანაში ამას არ ექნება მასშტაბური ხასიათი“, – განაცხადა იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ტვ პირველის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა. 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები