დღე-ღამეში მსოფლიოში 5 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 248 744 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 381 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 17 354 751 შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  674 291 ადამიანს შეადგენს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დადაასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარები