ეგეოსის ზღვაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჩაძირული ხუთი ხომალდი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა საბერძნეთის კუნძულ ლევიტას სანაპიროებთან წყალქვეშა კვლევებისას  ჩვენს წ.აღ. III და I საუკუნის დროინდელი ხუთი ჩაძირული ხომალდის ნარჩენები, ერთი გიგანტური 400 კილოიანი ღუზა და ამფორები იპოვეს.

ეს ის პერიოდია, როცა დედამიწაზე ორი დიდი დინასტია ანტიგონიდები და პტოლემეები მეფობდნენ. როგორც გაირკვა, ამ ხომალდებს ამფორები გადაჰქონდათ.

როგორც საბერძნეთის კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, წყალქვეშა სამუშაოებმა მთლიანობაში 92 საათი შეადგინა და 57 ჯგუფური ჩაყვინთვა შესრულდა.

წყარო: „tourism.interfax.ru“.

კომენტარები