ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატი ალ-სისმა წარადგინა ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის ახალი ინიციატივა

ინიციატივა გულისხმობს რეგიონიდან უცხო ქვეყნის ბოევიკების გაყვანას და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას.

აბდელ ფატი ალ – ისისმა და ველის მარშალმა ხალიფა ხაფთარმა უკვე გამართეს პირველი მოლაპარაკებები, სადაც განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის საკითხი.

ლიბიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მძვინვარებს, 2020 წლის იანვრიდან კი ფაიაზლი სარაჯის მხარდასაჭერად ერდოღანმა თურქი ბოევიკები გაგზავნა.

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები