ეგზიტპოლის მიხედვით, უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ზელენსკის პარტია ლიდერობს.

უკრაინის ეროვნული ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების მიხედვით, უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკის პარტია ლიდერობს.

ეგზიტპოლის თანახმად, მეცხრე მოწვევის რადაში ხუთი პარტია გავა. ფავორიტი არის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ მას ხმა 43,9 პროცენტმა მისცა.

ეგზიტპოლით მეორე ადგილზეა „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ 11,5 პროცენტით. რადაში მოხვდება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობა“ მას ხმა 8,9%-მა მისცა.

ეგზახალი მოწვევის პარლამენტში შევა იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინა“ 7,6 პროცენტით და როკ მუსიკოს ვლადისლავ ვაკარჩუკის პარტია „გოლოსი“ 6,3% პროცენტით.

ცესკო პირველ წინასწარ შედეგებს გვიან ღამით გამოაქვეყნებს.

ეროვნული ეგზიტპოლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის პარტიამ 0,4 პროცენტი მიიღო, რაც არ არის საკმარისი მეცხრე მოწვევის რადაში მოსახვედრად. ბარიერი უკრაინის კანონმდებლობით ხუთი პროცენტია.

 

კომენტარები