ეგზოტიკური ეკლებიანი ხილი – დურიანი

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებულია ხილი, რომელსაც საკმაოდ მკვეთრი სუნი აქვს და ამავდროულად საკმაოდ ტკბილია. მას იმდენად მძაფრი სუნი აქვს, რომ მისი შეტანა სასტუმროებსა და აეროპორტებში აკრძალულია. მისი სუნის მიზეზი დიდი რაოდენობით გოგირდის და სხვა ნაერთების შემცველობაა. საინტერესოა ასევე ის, რომ ამ ხილის ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად მიღება – საშიშია. გავრცელებულია მოსაზრება, რომ დურიანის და ალკოჰოლის ერთდროულად მიღებისას, შესაძლებელია არტერიული წნევის იმდენად გაზრდა, რომ ადამიანი ლეტალურ შედეგამდეც კი მივიდეს.

კომენტარები