ედუარდ სააკაშვილი: „შე­იძ­ლე­ბა არ უნდა ვთქვა, მაგ­რამ სა­ბავ­შვო ბაღ­ში ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი იყო ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის შვი­ლი, მი­შას ეს არ სი­ა­მოვ­ნებ­და, სან­დრას პი­რი­ქით“

„რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ” საქართველოს ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვაჟ­თან, ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა.

ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი:

-„აქამ­დე ბერ­ლინ­ში ვი­ყა­ვი, იქ ვმუ­შა­ობ­დი, ბერ­ლი­ნი გი­გან­ტუ­რი ქა­ლა­ქია. ეს ქა­ლა­ქი მყუდ­როა, პა­ტა­რა… მშობ­ლი­უ­რი გრძნო­ბე­ბი მაქვს ბავ­შვო­ბის გამო, ენა ვიცი კარ­გად. მე და ნი­კუ­შა ერ­თმა­ნეთ­ში ახ­ლაც ჰო­ლან­დი­უ­რად ვლა­პა­რა­კობთ. სა­ერ­თოდ რო­დე­საც ოჯა­ხის ერთი წევ­რი სხვა ენის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რო­გორც წესი პირ­ვე­ლი შვი­ლი კარ­გად სწავ­ლობს ხოლ­მე ამ ენას და მე­ო­რე ნაკ­ლე­ბად. ნი­კუ­შა რომ გაჩ­ნდა, 10 წლის ვი­ყა­ვი, ვი­ცო­დი უკვე ამ ფე­ნო­მე­ნის შე­სა­ხებ. მე ვიცი მხო­ლოდ სან­დრას ჰო­ლან­დი­უ­რი, ერ­თმა­ნეთ­შიც ჰო­ლან­დი­უ­რად ვლა­პა­რა­კობთ. მი­შამ ცუ­დად იცის ენა. ერთხელ სუფ­რა­ზე ვი­ყა­ვით და მკი­თხეს, ქარ­თვე­ლი ხარ თუ ჰო­ლან­დი­ე­ლიო, ვუ­თხა­რი – ქარ­თვე­ლი- მეთ­ქი, რაც სან­დრას ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და…

პოლიტიკაში წასვლა იქნება ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება დავუშვა, ამას სანდრას მაგალითზე ვხედავ.

იქ უფრო ჩე­მია, ჰო­ლან­დი­ის პო­ლი­ტი­კა­ში რა ხდე­ბა წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს… ნაკ­ლე­ბად შემ­ტკი­ვა გული.

მიშა 2013-ში ამე­რი­კა­ში რომ წა­ვი­და, ვერ გაძ­ლო, მე ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბო­და, –  მაგ გზით წა­სუ­ლი­ყო და იქ ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ არ არის ეს მისი სტი­ლი.

შე­იძ­ლე­ბა არ უნდა ვთქვა, მაგ­რამ სა­ბავ­შვო ბაღ­ში ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი იყო, ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის შვი­ლი. მი­შას ეს არ სი­ა­მოვ­ნებ­და, სან­დრას პი­რი­ქით. არ მგო­ნია სწო­რი, რომ ამ დო­ნე­ზე და­იყ­ვა­ნო პო­ლი­ტი­კა. რო­დე­საც მიშა პო­ლი­ტი­კა­შია, ეს არის მის­თვის სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო სა­კი­თხი და რთუ­ლია მის­თვის ამის გა­გე­ბა…

ერთხელ მეშ­ვი­დე კლას­ში ვი­ყა­ვი, დრო­შა ეკი­და ხუთ­ჯვრი­ა­ნი და ერ­თმა კლა­სელ­მა ჩა­მო­ხია, ეს „ნა­ცე­ბის” დრო­შა­აო. კა­მათ­ში არ შევ­სულ­ვარ, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას ასე ეგო­ნოს…

პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის სურ­ვი­ლი არ მქო­ნია, ახლა ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მაქვს. ბევ­რი უარ­ყო­ფი­თია, თუნ­დაც პი­როვ­ნუ­ლი ას­პექ­ტი. ამას თუ ოდეს­მე გა­ვა­კე­თებ, ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა. ეს სან­დრას მა­გა­ლი­თი­და­ნაც ჩანს. მე ძა­ლი­ან წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი მისი პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვის. ვურ­ჩევ­დი, არ გა­და­ედ­გა ეს ნა­ბი­ჯი”.

კომენტარები