„ევროკავშირის გირაოზე თანხმობის პროცედურა ბუნებაში არ არსებობს, ხელისუფლება ნიკა მელიას პატიმრობის გახანგრძლივებას ცდილობს“ – ნიკა მელიას ადვოკატები

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებულ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მისი ადვოკატები შეხვდნენ.

ადვოკატებმა მელიას რუსთავის საპატიმროში ის დოკუმენტი მიუტანეს, რომლის ხელმოწერის შემთხვევაში ის ევროკავშირის გირაოს დასთანხმდება და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ საპატიმროს დატოვებს.

ნიკა მელიასთან დაწესებულებაში შეხვედრის შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს:

-„ევროკავშირის გირაოს გადასახდელად, ოპოზიციონერი ლიდერის თანხმობა საჭირო არ არის. ხელისუფლება ნიკა მელიას პატიმრობის გახანგრძლივებას ცდილობს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის პრობლემაა ნიკა მელიას ციხეში ყოფნა, მაგრამ როგორც ჩანს მათთვის უფრო დიდი პრობლემაა ნიკა მელიას თავისუფლებაზე ყოფნა, ამიტომაც ცდილობენ, გაახანგრძლივონ ნიკა მელიას პატიმრობა. არაფერ შუაშია ნიკა მელიას თანხმობა.

ხელისუფლებას თუ სურს, ნიკა მელიას პატიმრობა დასრულდეს, მათ აქვთ სამართლებრივი არა ერთი მექანიზმი, ნებისმიერ დროს შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ.

ბუნებაში არ არსებობს თანხმობის პროცედურა, – ნიკა მელიას უნდა დათანხმდეს რამეს და ისე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. პროკურატურას შეუძლია ნებისმიერ დროს იშუამდგომლოს და ამ შემთხვევაში ორივე შტო, პროკურატურაც და სასამართლოც არის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

ნიკა მელიასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი აცხადებს, რომ მას დაგეგმილი პროვოკაცია არ გამოუვიდა, ოპოზციცია აცხადებს, რომ მელია პოლიტპატიმარია.

კომენტარები