ევროკავშირის ლიდერები პანდემიის წარმოშობის შესახებ შეუზღუდავი გამოძიების ჩატარებას

ევროკავშირის ლიდერები „კოვიდ 19“-ის პანდემიის წარმოშობის შესახებ გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ.

-„ჩვენ მოვითხოვთ პროგრესის მიღწევას გამჭვირვალე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, ექსპერტების ხელმძღვანელობით და ჯანმო- ს მოწვევით ჩატარებულ მეორე ეტაპის კვლევაზე „კოვიდ 19“-ის წარმოშობის შესახებ, რომელიც თავისუფალი იქნება ჩარევისგან“.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, – – გამომძიებლებს საჭიროა სრული წვდომა იმასთან დაკავშირებით, რაც საჭიროა ამ პანდემიის წყაროს დასადგენად.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით:

-„მსოფლიოს უფლება აქვს, იცოდეს, ზუსტად რა მოხდა, გაკვეთილის სწავლა რომ შეძლოს. ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა მცდელობას“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად გამოძიების მეორე ეტაპისთვის ემზადება.  აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენმა სადაზვერვო სამსახურებს დაავალა, დაადგინონ, საიდან წარმოიშვა „COVID-19“ და საბოლოო მოხსენება 90 დღეში წარადგინონ.

კომენტარები