„ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმება ყოველგვარი გადახვევის გარეშე უნდა შესრულდეს“-გაბრიელიუს ლანდსბერგისი

საქართველოში ვიზიტით ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი იმყოფება.

გაბრიელიუს ლანდსბერგისმა მედიას განუცხადა:

-„როგორც საქართველოს ჭეშმარიტმა მეგობარმა მინდა ღიად განვაცხადო, – საციცოხლოდ მნიშვნელოვანიას სრულად მოგვარდეს და გადაიჭრას არსებული შიდა პოლიტიკური სიტუაცია, ქვეყანას გააჩნდეს მოქმედი და ფუნქციონირებადი პარლამენტი, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს მოქალაქეების სრული მანდატი. ევროკავშირმა საქართველოს უპრეცენდენტო დახმარების ხელი გამოუწოდა როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური კუთხით, მხარი დაუჭირა საქართველოს. პოლიტიკური შეთანხმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამდგომლობით შედგა, ვაქებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ხელი მოაწერა  ამ შეთანხმებას. ეს ცხადჰყოფს, ქვეყანაში მართლაც აღებულია ის სრული პასუხისმგებლობა, რომელიც საერთო კურსისკენ სვლას.

შეთანხმება არ გახლავთ დასასრული. შეთანხმების ხელმოწერა ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ სხვა ნაბიჯები, რომელიც უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პოლიტიკური მართლმსაჯულების მოგვარება, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, აგრეთვე ძალთაგადანაწილება პარლამენტში, ეს ის საკითხებია, რომელიც უნდა მოგვარდეს. ნება მომეცით, ძალიან ნათლად გავუსვა ხაზი იმას, რომ 19 აპრილის შეთანხმება  უნდა იყოს განხორციელებული ყოველგვარი გადახვევის გარეშე, მთელი სისრულით.

საქართველოში პარტიებს შორის ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმება ყოველგვარი გადახვევის გარეშე უნდა შესრულდეს.

მოვუწოდებ ბატონ მელიას, –  გაითვალისწინოს ის გარანტიები, რომელიც არის შეთავაზებული ევროპის პოლიტიკური კოლეგებისგან და პარტნიორებისგან. მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და არჩეულმა პარლამენტის წევრებმა გამოხატონ სურვილი, შეუერთდნენ იმ ძალისხმევას, რომელიც უკავშირდება შეთანხმების დაუყოვნებლივ განხორციელებას”.

ნიკა მელიამ განაცხადა,- ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება.

20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

  • ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
  • სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
  • რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
  • გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
  • გირჩი – მეტი თავისუფლებამ [ზურაბ ჯაფარიძე];
  • მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];

ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ.

ხელისუფლების მხრიდან – პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები