ევროკავშირის სასამართლომ იანუკოვიჩს სანქციების ნაწილი მოუხსნა

ევროკავშირის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩის, მის ვაჟის ალექსანდრეს და ექსპრეზიდენტის გარემოცვის კიდევ 5 წევრის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ნაწილობრივ გააუქმა.

გადაწყვეტილება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ისინი სარჩელში უკანონოს უწოდებდნენ ევროკავშირის ხელმძღვანელობის ქმედებებს. საუბარია ევროკავშირის ქვეყნებში მათი ფინანსური ანგარიშების გაყინვაზე.

სასამართლომ სანქციები გააუქმა. ევროკავშირის საბჭო, რომელიც სანქციებს ახანგრძლივებდა, არ ამოწმებდა, დაცული იყო თუ არა უკრაინაში იანუკოვიჩის და მისი გარემოცვის წევრების უფლება ეფექტური სამართალწარმოების თაობაზე.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ძალაში რჩება მიმდინარე წლის მარტში ევროკავშირის საბჭოს მიერ გახანგრძლივებული სანქციები, რომელიც 12 ყოფილ უკრაინელ მაღალჩინოსანს ეხება.

კომენტარები