„ევროკავშირის სახელით, მინდა გულწრფელად მოგილოცოთ თქვენ მიერ გაწეული ძალისხმევა და წარმატებები. თქვენი თავმჯდომარეობის დიდი ნაწილი კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ უპრეცედენტო სიტუაციაში წარიმართა“ – მეგლენა კუნევა

-„ევროკავშირის სახელით, მინდა გულწრფელად მოგილოცოთ თქვენ მიერ გაწეული ძალისხმევა და წარმატებები. თქვენი თავმჯდომარეობის დიდი ნაწილი კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ უპრეცედენტო სიტუაციაში წარიმართა. მიუხედავად ამისა, თქვენ შეძელით ეფექტიანი ხელმძღვანელობა, აჩვენეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების, დემოკატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა ყველა გარემოებაში.

ეს თანხვედრაშია ევროკავშირის პოზიციასთან, მოხარულნი ვართ, რომ თქვენი თავმჯდომარეობის პერიოდში მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელიც მხარს უჭერს აღნიშნულ ღირებულებებს და სახავს მოქმედების გზას კოვიდის კრიზისის შედეგად შექმნილ განსაკუთრებულ და უჩვეულო პირობებში. დიდ მიღწევას წარმოადგენდა ასევე თქვენი თავმჯდომარეობის აქცენტი გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებებზე, ასევე ის, რომ მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება დამატებით პროცედურასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის საპასუხოდ. მადლობა ხელმძღვანელობისთვის. ჩვენ განვაგრძობთ ერთად მუშაობას“, – განაცხადა ევროსაბჭოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მეგლენა კუნევამ.

ვროპის საბჭოს შენობაში, ვიდეო კონფერენციის ფორმატში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართა.

საქართველომ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა საბერძნეთს, 15 მაისს ოფიციალურად გადააბარა.

კომენტარები